ახალი ამბიციური სმარტფონი - Galaxy Note 7 SAMSUNG-ისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:51, 29 Aug, 2016     9075

აქტიურ ადამიანებს ყოველთვის მეტის მიღწევის ამბიცია აქვთ, შესაბამისად, მათ ამბიციური სმარტფონი სჭირდებათ. ახალი Galaxy Note 7-ის მფლობელები მოსალოდნელზე მეტს იღებენ - ეს სმარტფონი მათ სთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტელეფონი. კომპანია Samsung Elecrtronics-ის ბრენდ მაღაზიაში Galaxy Note 7-ის პრეზენტაცია შედგა.

სმარტფონის ერგონომიკა მისი მფლობელის მოთხოვნებზეა ადაპტირებული: ეს არის მსოფლიოში პირველი Note, რომლის კორპუსი ორივე მხრიდან მომრგვალებულია. მისი ხელში დაკავება და ცალი ხელით მართვა ძალიან მარტივია.

„გონიერი“ S Pen დიდ შესაძლებლობებს იძლევა: ახლა უკვე თქვენ ჩაიწერთ, ჩაინიშნავთ, შექმნით ფაილებსა და გიფებს სიარულისას და ასევე წყალქვეშ! სმარტფონი დაცულია მტვრისგან, ნესტისგან და მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი.

Samsung Elecrtronics-ის მარკეტეინგის მენეჯერის, ეკატერინე სვანიძის განცხადებით, 26 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონზე და მიიღოს საჩუქრად ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და Oculus Market-დან 50USD ღირებულის 6 VR თამაში:

„26 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონზე, მიიღოს საჩუქრად ახალი თაობის ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR და Oculus Market-დან 50USD ღირებულის 6 VR თამაში. წინასწარი შეკვეთების რაოდენობა შეზღუდულია.წინასწარი შეკვეთების განთავსება შესაძლებელია: სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში, ალტაოქეიში, ელიტ ელექტრონიქსში, მეტრომარტში, მაგთიკომსა და გალაქსიში“, - აცხადებს Samsung Elecrtronics-ის მარკეტინგის მენეჯერი, ეკატერინე სვანიძე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს, გახლავთ თვალის ფერადი გარსის სკანერი, რაც სმარტფონში შენახული ინფორმაციის დაცულობის მაჩვენებელს განსაკუთრებით ზრდის. თვალის ფერადი გარსის სკანერის გაყალბება შეუძლებელია.

პროფესიული კამერების (Dual Pixel) ტექნოლოგიები კი Galaxy Note7-ით გადაღებულ ფოტოებს მაქსიმალურ რეალისტურობასა და შთამბეჭდაობას სძენს.სმარტფონის კამერა აღჭურვილია მაღალი შუქმგრძნობელობის F1.7 ობიექტივით, და გაზრდილი ზომის პიქსელებით, რაც მას ნებისმიერ პირობებში მაღალი ხარისხის ფოტოგადაღების საშუალებას აძლევს.

ახალი სმარტფონის პრეზენტაციას საქართველოში Samsung Elecrtronics-ის პრეზიდენტი კავკასიაში დაესონგ რაც ესწრებოდა, რომელმაც ახალი სმარტფონის შესაძლებლობებსა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელსაც Galaxy Note 7 აერთიანებს:

„პირველ რიგში აუცილებლად ხაზგასასმელია ახალი სმარტფონის დიზაინი, მისი გვერდები, რომელიც იდეალურად ჯდება სრულ დიზაინში. შესაძლებელია სრული ეკრანის აღქმა. ეს ყველაფერი ძალიან მოსახერხებელია იმისათვის, რომ სმარტფონის მართვა ერთი ხელით იყოს შესაძლებელი. სამსუნგმა ამ სმარტფონით შეძლო გლობალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრივილეგია მიენიჭა, რადგან აქ უკვე ხელმისაწვდომია ახალი სმარტფონი, ათობით ქვეყანა კი კვლავ ელის მის გამოჩენას“, - განაცხადა დაესონგ რამ.

Samsung Galaxy Note 7 – ეს არის სმარტფონი, რომელიც გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ და იმუშაოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.

საქართველოს მასშტაბით Galaxy Note 7-ის გაყიდვები მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან დაიწყება. Samsung Elecrtronics-ის წარმომადგენლობა შეგახსენებთ, რომ Samsung-ის ტელეფონის შეძენისას მოითხოვოთ ოფიციალური ჰოლოგრამიანი პროდუქტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42