”თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენს წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი - ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული. დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, - ბრძანა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები