რთველი კახეთში - რა რაოდენობის სუბსიდია გაიცემა ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:26, 27 Aug, 2016     5798
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო. 27 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნულ რაიონში მოსახლეობისგან ყურძენს 2 ღვინის საწარმო იბარებს და გადამუშაშავებულია 72 ტონა ყურძენი.

გადამუშავებული ყურძნიდან 11 ტონა რქაწითელი, 19 ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 73 ათას ლარი მიიღეს.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, შტაბის წევრებმა და ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურძნის კრეფის პროცესის დაწყებამდე შეხვედრები დედოფლისწყაროს იმ სოფლების მოსახლეობასთან გამართეს, სადაც ყურძნის სიმწიფე საჭირო კონდიციამდეა მისული.

მთლიანად კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 1,3 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა 916 ათას ლარს მიაღწია.

მიმდინარე წელს კახეთში მოსალოდნელია 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, საიდანაც, წინასწარი პროგნოზით მოხდება 150 ათას ტონამდე ყურძნის სამრეწველო გადამუშავება. რთველის პროცესში ჩაერთვება 100-მდე ღვინის კომპანია. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 30 ღვინის კომპანია.

2016 წლის რთველის პროცესში, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:

კახეთის რეგიონში

• 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;

• 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;

• 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

• მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი

ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42