,,ერთ-ერთი ბიჭი ძირს ეგდო და რამდენიმე პოლიციელი ერთად ურტყამდა მას“
საზოგადოება - 13:48, 02 May, 2013     679

"ჩვენ ვმართავდით მშვიდობიან მანიფესტაციას პირველ მაისთან დაკავშირებით, რომლის მოთხოვნებიც იყო სოციალური სამართლიანობა და ღირსეული შრომის უფლების უზრუნველყოფა მოქალაქეებისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა, როცა ჩამოვედით ვარაზის ხევით, გავიარეთ აღმაშენებლის გამზირი და აღმაშენებლის გამზირისკენ უკვე დიდი რაოდენობით პატრული აგვედევნა, ისინი პარალელურად მოგვიწოდებდნენ, რომ არ გადაგვეკეტა გზა, გადაკეტილი გვქონდა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე, ჩვენ ავუხსენით პატრულს, რომ მათ არ ჰქონდათ ასეთი მოთხოვნის წამოყენების უფლება, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებდით მშვიდობიანი გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლებას, რომ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციით ამის უფლება, კონსტიტუცია არის საქართველოში ყველაზე მაღლა მდგომი ორგანული კანონი და ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი, რომელიც არ არის კონსტიტუციური და რომელიც უხეშად ლახავს ადამიანთა შეკრებისა და გამოხატვის უფლებას, ჩვენ ეს ავუხსენით პოლიციას და შესაბამისად, უარი ვუთხარით მათი მოთხოვნის დამორჩილებაზე.


რუსთაველის გამზირზე დაიწყეს დაკავება, მე რომ დავინახე, რომ იჭერდნენ ბავშვებს, თან ზოგიერთ მათგანს საშინელი ფორმით, ერთ-ერთი ბიჭი ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი ერთად ურტყამდა მას. დაკავების დროს არ გვინმარტავდნენ, თუ რატომ გვაკავებდნენ და ბუნებრივია ეს იწვევდა აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობის გრძნობას. ჩემთან ერთად დააკავეს ასევე არასრულწლოვანი, 14 წლის გოგონა და მეცხრე არხის ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პროფესიას ვასახელებდით, ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ.


მე მივიჩნევ, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი, რომელიც ასეთი ძალადობის ლეგალურად განხორციელების საშუალებას აძლევს პოლიციას, არის დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავიანთი ბრძოლით, გამოსვლებით, მანიფესტაციებით შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, მიმაჩნია, რომ ეს კანონი უნდა შეიცვალოს, მაგრამ სანამ შეიცველება, პოლიციამ ეს არ უნდა გამოიყენოს იარაღად, სამართლებრივად თავისი უკანონო მოქმედებების გასამართლებლად", - აღნიშნავს ანი ჭანკოტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42