ქვეყანაში მიწისძვრით შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.
მოსახლეობა და ოფიციალური პირები გარდაცვლილ 267 ადამიანის ხსოვნას პატივს მიაგებენ. პანაშვიდს იტალიის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.
ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯასთან 24 აგვისტოს, ღამის 3:30 საათისთვის მოხდა.
6.2 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებმა ქალაქებს ანატრიჩესა და პესკარა დელ-ტრონტოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამჟმინდელი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 267-ს მიაღწია, დაშავებულია 400 ადამიანი.
ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი იტყობინება.
ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ქალაქების ნაწილი ელექრტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრიჩე დაზარალდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია.
ადგილზე სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.
გუშინ, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ იტალიის ქალაქ ამეტრიჩეში განმეორებითმა ბიძგებმა მთავარი ავტომაგისტრალი დაანგრია.ეს ის მაგისტრალი იყო, რომელსაც მაშველები და მედიკოსები დაზარალებულების დასახმარებლად იყენებდნენ. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდა შეადგინა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულებს.
მასალის გამოყენების პირობები






