11:00 საათზე - „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან სამუშია აღმაშენებლის ხეივნის #4-თან, სასტუმრო „უშბას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან დევნილებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.
11:30 საათზე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს. ბიძინა გეგიძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდება.
მისამართი: დაბა წყნეთი, მაია წყნეთელის ძეგლი.
17:00 საათზე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვარკეთილი 3-ის დასახლების მცხოვრებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობს და მათ საჭიროებებს მოისმენს.
მისამართი: ვარკეთილი 3, სუხიშვილის ქუჩის სკვერში 1, 2 და 3 მიკრორაიონების გადაკვეთის ადგილი.
18:00 საათზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი მოსახლეობას შეხვდება.
მისამართი: ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონი, ჟღენტის ქუჩა #21ა-ში მდებარე შარტავას ბაღი
მასალის გამოყენების პირობები






