კიკაბიძე: ,,ჩვენ ჯერ კიდევ ნამგალის და უროს დროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ“
საზოგადოება - 13:36, 02 May, 2013     903

მისი თქმით, როცა რუსეთთან ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს ხედავს კრემლში სიმღერას ვერ შეძლებს.

,,ახლა მოსკოვიდან არიან ჩემთან ჟურნალისტები და მითხრეს, უკვე ხომ ყველაფერი კარგად არის, რუსეთში ქართულ ღვინოს და ბორჯომს ვღებულობთ და ჩამოდი რა, იმღერეო… ასე არ შეიძლება. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ნამგალის და უროს დროინდელი მენტალიტეტით ვაზროვნებთ, ავადსასხსენებელი საბჭოთა კავშირის დროინდელი მენტალიტეტით. სულ ვამბობ, გაიყვანეთ ტანკები და თუ ჩემი სიმღერა რამეს ნიშნავს, ჩამოვალ და სიამოვნებით ვიმღერებ-მეთქი. რისთვის ახრჩობ ამ პატარა ქვეყანას?! – გაუშვი, და თუ რამე შეეშლება, თვითონ გამოასწოროს თავის შეცდომები. ახლა დავიწყეთ ამის გარკვევა, ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო. როცა ვხედავ, აქ ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატანტალებს, ამ დროს კრემლში მართლა ვერ გიმღერებ. მე ასეთი ბუნების კაცი ვარ და რა ვქნა?-ამბობს კიკაბიძე.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კი მომღერალი არჩევს ანალიზი არ გააკეთოს, თუმცა როგორც კიკაბიძე მიიჩნევს, ნათელია, რომ ერი ორ ნაწილად გაიყო.


,,ვერაფრის ანალიზს ვერ ვაკეთებ. ერთ რამეს კი ვხედავ, დიდი ხანია ქართველები გაიყვნენ და ამაზე უარესი საშინელება არ არსებობს პატარა ქვეყნისთვის. ამიტომაც არსად დავდივარ, არსად ვჩანვარ და არც არავის ვესაუბრები დღევანდელ მოვლენებზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო პოლიტიკური საკითხები, გავიდოდი და ვიტყოდი, რომ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ქართული მრავალჟამიერი ვიმღეროთ-მეთქი. ჯერჯერობით არ უნდათ ასე და რა ვქნა", -აცხადებს ბუბა კიკაბიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42