საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სანაპიროზე ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა
მსოფლიო - 18:07, 26 Aug, 2016     7515
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სანაპიროზე მუსლიმური საცურაო კოსტიუმის - ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა.

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ბურკინის ტარების აკრძალვაs უფლებადამცველთა ჯგუფი “ადამიანის უფლებათა ლიგა“ დაუპირისპირდა.

აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ სანაპიროებზე ბურკინის ტარება აკრძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.

ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად მოსახლეობის შეშფოთებას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ასახელებს, რაც ბოლოდროინდელი ტერაქტებითაა გამოწვეული ბურკინი პირველად ქალაქ კანში აიკრძალა . ქალაქის მერმა მაშინ აღნიშნა, რომ მოკრძალებული საცურაო კოსტიუმები შესაძლოა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ადამიანებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

მასობრივი აღშფოთება, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია. ოთხმა შეიარაღებულმა სამართალდამცავმა მუსლიმ ქალს, რომელიც სანაპიროზე ისვენებდა, ბურკინის (მუსლიმური საცურაო კოსტიუმი) გახდა აიძულა და დააჯარიმა.

ფრანგული ტელეარხის France 4 TV-ის ჟურნალისტი კანის პლაჟზე თავად გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ აიძულეს პოლიციელებმა გრძელ ტოპში, ლეგინსებში და ჰიჯაბში გამოწყობულ ქალს, მუნიციპალური კანონის დარღვევისათვის, რაც პლაჟზე რელიგიური ტანსაცმლის ტარებას გულისხმობს, გადაეხადა ჯარიმა 11 ევროს ოდენობის და გამოეცვალა ტანსაცმელი, ან სასწრაფოდ დაეტოვებინა სანაპირო.

დამსვენებლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც 34 წლის მუსლიმმა ქალმა მათი მოთხოვნის შემდეგ თავსაბურავი არ მოიხსნა

კანონდამრღვევმა განაცხადა, რომ მან ბურკინის კანონის შესახებ არაფერი იცოდა და პოლიციელების საქციელი რასიზმის გამოვლინებაა, რამაც მისი შვილები შეაშინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42