იმის შესახებ, რომ მედალმა „მყიდველი იშოვა“, მალახოვსკიმ ფეისბუკზე დაწერა.
სპორტსმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედალი 126 ათას დოლარად გაიყიდა.
მედლის გაყიდვის შესახებ სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. როგორც ოლიმპიადის პრიზიორი წერდა, მან ვინმე ოლეკის დედისგან წერილი მიიღო, რომელშიც დედა შვილის გადარჩენაში დახამრებას სთხოვდა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭს თვალში ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა.
“რიოში მე ოქროსთვის ვიბრძოდი. ახლა მე ყველას მოვუწოდებ, ვიბრძოლოთ რამე უფრო ღირებულისთვის” - დაწერა მალახოვსკისმ აუქციონის გამოცხადებისას.
პეტრ მალახოვსკი დისკოს ტყორცნაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორი ვერცხლის მედალის მფლობელია. პირველი ვერცხლის მედალი მან პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები






