აგვისტოს დასაწყისში Suicide Squad-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა, რომელსაც კონომანები მოუთმენლად ელოდნენ.
მას შემდეგ ფილმზე საუბარი არ წყდება.
სოციალურ ქსელებში ბევრს მსჯელობენ ფილმის საბოლოო და პირვანდელ ვერსიაზე, სანამ რამდენიმე ეპიზოდი ამოიჭრებოდა.
როგორც E! News-თან ინტერვიუში ჯოკერის როლის შემსრულებელმა, ჯარედ ლეტომ აღნიშნა, "თვითმკვლელთა რაზმის" საბოლოო ვერსიაში ნამდვილად ვერ მოხვდა რამდენიმე ეიპოზოდი მისი მონაწილეობით, მათ შორის გაშიშვლებული ჯოკერის სცენაც, რადგან ისინი არ შეესაბამებოდა PG-13-ის რეიტინგს.
ფილმში ჯოკერის სცენების სიმცირემ ფანების გაღიზიანებაც გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ჯარედ ლეტოს ერთ-ერთმა ფანმა , Warner Bros-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც კი გადაწყვიტა, რადგან თრეილერით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფილმში ჯოკერი წამყვანი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო, რეალურად კი ასე არ აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






