გამოცემის ცნობით, ბერლინში 250-მდე სამხედროს გაყვანის საკითხზე მას შემდეგ მსჯელობენ, რაც თურქეთის ხელისუფლებამგერმანიის დელეგაცია ინჯირლიკის ბაზაზე არ შეუშვა.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანული კონტინგენტი, ასევე სამხედრო თვითმფრინავები და ტექნიკა ინჯირლიკიდან შესაძლოა იორდანიაში ან კვიპროსზემდებარე ბაზაზე გადაიყვანონ.
ურთიერთობა ბერლინსა და ანკარას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგმა „სომეხთა გენოციდის აღიარების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ივნისში თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია . ივლისში კი თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიის დელეგაცია ინჯირლიკის ბაზაზე არ შეუშვა.
თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზას ნატო-ს წევრები სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისთვის იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






