"ღვთისმშობლის კვართის ხობში გადაბრძანება"- პატრიარქის მდივანი კულტურის მინისტრს წერილით მიმართავს
რელიგია - 13:28, 25 Aug, 2016     11746
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის (სამოსელის) ზუგდიდის მუზეუმიდან ხობის მონასტერში 28 აგვისტოს გადაბრძანების თემასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს წერილით მიმართავს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო მიხეილ,

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის (სამოსელის) ზუგდიდის მუზეუმიდან ხობის მონასტერში 28 აგვისტოს გადაბრძანების თემა ყოველ წელს პრობლემური ხდება, ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არასწორია და იგი დარეგულირებას მოითხოვს.

ვინაიდან სიწმინდე სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, ვფიქრობთ ხელისუფლებამაც, მუზეუმმაც და კულტურის სამინისტრომაც ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ; ასევე ჩაერთვება საქართველოს საპატრიარქოც, როგორც საეკლესიო სიწმინდეებზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მხარე.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ორივე რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლები და საერთოდ საზოგადოებაში დაფასებული პირები რათა მათ, თავის მხრივ, ხალხში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

ასე რომ, ჩვენის აზრით, უნდა გაერთიანდეს საერო და სასულიერო ძალები და უნდა შეიქმნას აქტიური სამუშაო გარემო, რათა ყველა თემა, ყველა დეტალი აქ გადაწყდეს და გამოირიცხოს ყოველგვარი მიკერძოება.

მიგვაჩნია ისიც, რომ სხვა რაიმე განცხადების წინასწარ გახმოვანება და პოზიციის დაფიქსირება, საქმეს მხოლოდ დააზარალებს.

ერთი რამ ცხადია, ღვთისმშობლის კვართის (სამოსელის) დროებითი გადასვენება უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით, მშვიდობიანად, ლოცვითა და ურთიერთსიყვარულით და არ უნდა იქცეს იგი შფოთისა და დაპირისპირების მიზეზად.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,

პატივისცემით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42