ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო SANA იტყობინება.
სირიის მთავრობის შეფასებით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დამასკო "გმობს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალების მფარველობით თურქული ტანკების სირიულ მიწაზე შესვლას".
როგორც გამოცემა "ოფიციალურ წყაროზე" დაყრდნობით წერს, სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ სირიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით და სამთავრობო არმიასთან კოორდინირებით.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა სირიის საზღვართან, ქალაქ ჯერაბლუსთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
საბრძოლო მოქმედებებში არტილერია, ავიაცია და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.
ოპერაციას წინ, ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიშები უძღოდა, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის ხელმღანელობით კოალიციის ძალებიც იღებდნენ.
ქალაქი ჯერაბლუსი სირია-თურქეთის საზღვარიდან ერთი კილომეტრში მდებარეობს. 2012 წლის 20 ივლისს ქალაქი სირიულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიკავეს. თუმცა 2013 წლის დასაწყისში კი ქალაქი "ისლამურმა სახელმწიფომ" ჩაიგდო ხელში.
მასალის გამოყენების პირობები






