სპორტულმა არბიტრაჟმა ლოზანაში რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ნაკრებს რიოს პარაოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება არ მიეცა, საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა.
რუსული პარაოლიმპიური ნაკრების ოლიმპიადიდან მოხსნის გადაწყვეტილების შესახებ, საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ფილიპ კრეივენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
"რუსეთის ანტიდოპინგური სისტემის სრული კორუმპირებულობა ეწინააღმდეგება წესებსა და პარაოლიმპიურ სპორტს გულში აყენებს დარტყმას. ეს არის მძლეოსანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სრული უგულვებელყოფა, ამის ადგილი პარაოლიმიურ სპორტში არ არის" - განაცხადა კრეივენმა.
პარაოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 7 სექტემბერს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






