ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და მისი შეყვარებული, მოდელი ნინა აგდალი ნიუ-იორკის შტატში ავარიაში მოყვნენ .
მსუბუქი ინციდენტი 20 აგვისტოს ჰამპტონსში, ნიუ-იორკთან ახლოს მოხდა.
როგორც გაირკვა მსახიობი და მისი შეყვარებული Range Rover-ის მარკის ავტომობილში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ Mini Cooper-ის მარკის მანქანა შეეჯახა.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ საჭესთან ქალი იჯდა.
როგორც "დეილი მეილი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ლეომ ჩვეული ჯენტლმენობა არც ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაივიწყა. როდესაც დარწმუნდა, რომ მისი თანამგზავრი უვნებელი იყო, მინი კუპერის მძღოლს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და დაამშვიდა.
როგორც ჩანს, ინციდენტმა მისი შეყვარებულიც ძალიან შეაშინა, თუმცა ლეოს არც მისი დამშვიდება დავიწყნია.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მინი კუპერი შესამჩნევად დაზიანდა, ლეომ კი შემთხვევის ადგილი დაუზიანებელი მანქანით დატოვა.










მასალის გამოყენების პირობები






