"ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ მას უკვე თქვენი მრჩეველი ქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულბ პრესის ფურცლებზე რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის იმედის ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს.
აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ამან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება ასე საჯაროდ მომეართა თქვნთვის- ამჯერად თქვენ ურჩიეთ (აუხსენით) ხუხაშვილს , რომ იქნებ ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს. წინაწარ გიხდით მადლობას."- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქში".
შეგახსენებთ, რომ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში გია ხუხაშვილმა ოთარ ტატიშვილს,როგორც შოუმენს, "სრული კატასტროფა" უწოდა,"ყოველდღიური აბების" წამყვან ვასიკო ოდიშვილზე განაცხადა,რომ ის "ბოროტი გახდა", ვანო ჯავახიშვილის შოუს "იუმორის პროვინციული სტანდარტი" უწოდა, "რუსთავი 2"-ზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" კი შეაფასა, როგორც "ცინიზმის მწვერვალი".
მასალის გამოყენების პირობები






