რიოს ოლიმპიადის დახურვის დღეს, 21 აგვისტოს, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი 30 წლის გახდა და დაბადების დღე რიოში, ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ბოლტმა ღამე ბრაზილიელ ჟადი დუარტესთან გაატარა.
ფოტოები სოციალურ ქსლში გავრცელდა და დასავლური ტაბლოიდები დაიპყრო.
ფაქტი იმდენად სკანდალური არ იქნებოდა, რომ არა კეისი ბენიტი - იამაიკელი გოგონა, რომელსაც ბოლტი ხვდება. შეყვარებული ჩემპიონს სამშობლოში ელოდება.

როგორც გაირკვა 20 წლის ჟადი ბრაზილიელი ნარკობარონის დუგლას დონატო პერეირის ქვრივი და 2 შვილის დედააა.
უცნობია, როგორ გავრცელდა ფოტოები ინტერნეტში. როგორც თავად ბრაზილიელმა აღნიშნა, ბოლტთან გატარებული ღამის ფოტოები მხოლოდ მის მეგობარს გაუგზავნა.
ბოლტს აღნიშნულთან დაკავშრებით კომენტარი არ გაუკეთებია. მან უკვე დატოვა რიო და სამშობლოში დაბრუნდა.



როგორც ჩანს ბოლტი დაბადების დღეზე ნამდვილად კარგად გაერთო. კლუბში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ის სხვა ქალთან არის დაფიქსირებული.

მასალის გამოყენების პირობები






