23 აგვისტოს ანონსი
ანონსი - 21:01, 22 Aug, 2016     2541

10:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.”

ღონისძიებას გახსნის და მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

10:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, საარჩევნო გარემო მცხეთაში და პრემიერის განცხადება ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებით.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

მისამართი: ონიაშვილის 37 "სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისი

11:00 საათზე - სოფელ ლილოს ცენტრში (სკვერი) ,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნონა თოდუა სოფელ ლილოს მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ასამდე ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ, სიმბოლურ ფასად - 6 ლარად მათთვის კუთვნილი მიწების ჩამორთმევას გააპროტესტებს.

12:00 საათზე - ,,თავისუფალი დემოკრატების'' ცენტრალურ ოფისში ირაკლი ალასანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

12:00 საათზე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე, ფესტივალის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია და ფესტივალის გენერალური მენეჯერი მარიამ დავითაშვილი გაუძღვებიან

14:00 საათზე - შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად დააკვირდება.

მის: ალ. მრევლიშვილის ქუჩა, ნაძალადევის რ-ნი; (ცოტნე დადიანის ქ. # 132-დან, „ნიკორას“ სათავო ოფისთან ჩასახვევი)

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42