თავის დროზე ეს საკმაოდ გახმაურებული საქმე იყო, რომელიც 2 მილიონ 162 ათასი ლარის დატაცებას ეხებოდა.
ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის ყოფილ დირექტორს ივერი შალამბერიძეს ბრალად ედებოდა "ენგურჰესის" ორი მილიონი ლარისა და "ლაჯანურჰესის" 162 ათასი ლარის მითვისება. პროკურატურამ ივერი შალამბერიძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზაციულ ჯგუფთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვაში დასდო ბრალი. შალამბერიძის შექმნილი ორგანიზაციული ჯგუფის წევრები იყვნენ: შსპ "მერას" პრეზიდენტი შ. ხელიძე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ყოფილი უფროსი ვაჟა ნახუცრიშვილი, ამავე ხაზინის პასუხისმგებელი პირი მ. ბუაძე და "საფოსტო ბანკის" პასუხისმგებელი პირი მ. კუპატაძე.
ვაჟა ნახუცრიშვილი დაკავებაზე დავით ონოფრიშვილის კომენტარი უცნობია, ონოფრიშვილი საქართველოში არ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






