"სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა" - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგი
პოზიცია - 14:35, 20 Aug, 2016     9886
დიდი ხანია ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საზოგადოება ნარკომომხმარებლის სტატუსზე წლებია დაობს – დამნაშავეა თუ დაავადებული?!

სახელმწიფოს დამოკიდებულება საკითხისადმი ხისტია და ხშირ შემთხვევაში, ის ყველა ტიპის მომხმარებლის მიმართ სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს.

ნარკოპოლიტიკის თემა კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სოფელ დაფნარის მკვიდრმა 22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიზეზად ახალგაზრდა სიკვდილამდე დაწერილ წერილში სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასახელებს.

წერილში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მედიას გაუგზავნეს, სტურუა წერს, რომ პოლიციელი მისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა - ვის ჰქონდა უბანში „პლანი“ დათესილი.

„პოლიციელი მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქვს დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო. მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს პლანი დათესილი ან კულაშში ან დაფნარში და საჯავახოშიო. გემშვიდობებით ყველას. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“ – 22 წლის ბიჭი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამტრედიის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ თანამდებობა დატოვა.

მიუხედავად წერილისა, ასევე სტურუას მეგობრის ჩვენებისა, რომ აღნიშნული პოლიციელი ინფორმატორობის მოთხოვნით მასზე სისტემატიურად ძალადობდა, სამართალდამცავი დაკავებული არ არის.

ოჯახის ინფორმაციით, საქმეში კიდევ ერთი პოლიციელი ფიგურირებს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება „მოძალადე პოლიციელებს პასუხისგებაში არ მისცემს“ სტურუები პოლიციელების მიმართ პირადი ანგარიშსწორებით იმუქრებიან.

პროკურატურა კი, რომელიც საქმეს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, ბოლო 12 დღეა დუმს.

უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ექსპერტიზის პასუხებიც. საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მთავრობის ხელმძღვანელს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ რომელიც წლებია ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის იბრძვის, აცხადებს, რომ „ქვეყანაში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.

22 წლის დემურ სტურუას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ პოლიციასთან თანამშრომლობას და თანასოფლელების დასმენას, რამაც სტურუა თვითმკვლელობამდე მიიყვანა”.

ნარკოპოლიტიკა და მისი შედეგები თბილისის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე თეთრი ხმაურის მოძრაობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან სპეციალური პლაკატიც მიიტანეს რომელზეც წერია რომ: "სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა".

აქტივისტებმა სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 4 მოთხოვნა წაუყენეს.

თეთრი ხმაურის მოძრაობა უერთდება დემურ სტურუას ოჯახის მოთხოვნებს, რომლებიც შემდგომში მდგომარეობს:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2. თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3. შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.

4. დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

„ნიუპოსტი“ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე და ზემოაღნიშნულ მოთხოვნებზე თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთ წევრს დათო ლაღიძეს ესაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე.

ლაღიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში არ არსებობს სპეციალური, მიუკერძოებელი ჯგუფი ვინც სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს შეისწავლის.

„ქართული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია. სახელმწიფოს სტრატეგიაა, ტოტალური კონტროლი და ეს ბერკეტი პოლიციის ხელშია. ეს სტრატეგია დიდი ხანია არსებობს და ჩვენ ვთვლით, რომ ამ სტრატეგიამ არ ჩვენს ქვეყანაში და არც მსოფლიოში არ გაამართლა. ეს სტრატეგია ხისტ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ემყარება, სასჯელები რადიკალურად მაღალია, ადამიანები მოხმარებისთვის შეიძლება ციხეში 5 დან 8 წლამდე შეიძლება მოხვდნენ. ძალიან მაღალია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მანკიერი კანონი აძლევს სამართალდამცავს საშუალებას მოახდინოს მანიპულირება ადამიანზე. პოლიციას მოსახლეობა კონტროლის არეალში ჰყავს მოქცეული და ბუნებრივია არ უნდა გაუშვას ხელიდან ეს ბერკეტი, ამიტომაც არ იცვლება მიდგომები ნარკოპოლიტიკის მიმართ.

დემურ სტურუას ფაქტი არ არის ერთადერთი მაგალითი. თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ გაგრძელებაა კამპანიისა „ბექა კრიმინალი არ არის“, ბექასთან მიმართებაში რასთან გვქონდა საქმე ესეც უცხო არ არის”- განუცხადა „ნიუპოსტს“ ლაღიძემ.

მისი თქმით, თუკი გაჟღერებული მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42