ყველა მასობრივ სპორტულ ღონისძიებას ახლავს სხვადასხვა სახის უცნაურობები. არც რიოს ოლიმპიადაა ამაში გამონაკლისი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
ამერიკის ოლიმპიურ გუნდის ფუფუნებით გამოირჩევა - ქალების სპორტულ ტანსაცმელი სვაროვსკის ათასობით პატარა კრისტალითაა გაწყობილი.

მაშველები რიოს საცურაო აუზთან - ბრაზილიის კანონმდებლობით, ქვეყანაში საცურაო აუზებთან აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ მაშველები. როგორც გაირკვა სულ ოლიმპიადას 75 პროფესიონალი მაშველი ემსახურება.

ამერიკაში სპორტული ჯილდოებიც იბეგრება - როგორც გაირკვა ლეგენდარულმა მაიკლ ფელპსმა 5 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის სანაცვლოდ 55000 აშშ დოლარი უნდა შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტში.

რას ჩუქნიან ოლიმპიურ მედალოსებს? - დღემდე ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ყვავილების ლამაზი ბუკეტით ასაჩუქრებდნენ,. რიოში წესი შეიცვალა და მათ რიოს ემბლემიან პატარა ნივთს ჩუქნიან, რამაც რამდენიმე სორტსმენის გაოცება გამოიწვია. როგორც გაირკვა, ეს ოლიმპიური მედლის სადგამია.

თუ თქვენ ტანვარჯიშის მწვრთნელი ხართ და მსაჯების გადაწყვეტილებაში ეჭვი შეგეპარათ შეგიძლიათ ის გაასაჩივროთ, თუმცა, ეს ფასიანია - ერთი გასაჩივრება - 300 დოლარი დაგიჯდებათ, ორი - 500, ხოლო მესამესთვის უკვე 1000 უნდა გადაიხადოთ. ოლიპმიადის მესვეურები ამბობენ, რომ ამით უსაფუძვლო გასაჩივრებების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ყველაზე უცნაური, რაც მაყურებელს თვალში ეცა, ველოსიპედისტებისთვის წინდების გაზომვის პროცედურა იყო. 2012 წლის შემდეგ შემოღებული წესის თანახმად, მათი წინდი წვივის სიგრძის ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს.

რიოში სასიამოვნო სიურპრიზებიცაა - ოლიმპიურ სოფელში მაკდონალდსს უფასოდ არიგებენ. დახლებთან რიგებია და ერთგვარი წესიც მოქმედებს - ერთ ადამიანს 20-ზე მეტი ბუტერბროდის წაღება არ შეუძლია.

განსაკუთრებით გამოირჩევა რიოს ოლიმპიადა ნიშნობებით, აღსანიშნავია რომ ორი მათგანი - ერთსქესიანი წყვილების ნიშნობაა. პირველი ასეთი ფაქტი - რაგბისტ ქალ ისიდორა ჩერულოს რაგბის სტადიონის მოსამსახურე ქალმა მარჯორი ენიამ გული და ხელი შესთავაზა. კოპაკაბანაზე, სპორტული სიარულის შეჯიბრის მონაწილე ტომ ბოსვორტი ჰარი დაინლიზე დაინიშნა. დანარჩენი 3 ნიშნობა ტრადიციული იყო - ბრინჯაოს მედლის დაკავების შემდეგ, ამერიკელი უილ კლეი, ქუინ ჰარისონზე დაინიშნა; ოქროს მედალოსანი ცხენოსნობაში შარლოტა დიუჟარდენი - დინ გოლდინგზე (ეს უკანასკნელი შეჯიბრზე მაისურით მოვიდა, რომელზეც "მოდი ვვიქორწინოთ" ეწერა), ხოლო წყალში მხტომელ ჩინელი ხე ცზის, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მისმა თანაგუნდელმა ცზინ კეიმ პირდაპირ კვარცხლბეკთან სტხოვა ხელი.

ტუალეტში თევზაობა აკრძალულია: სხვადასხვა სახის უმკრძალავ ნიშნებს შორის ყველაზე პოპულარული ტუალეტში თევზაობის ამკრძალავი ნისანია რომელსაც სპორტსმენები სოცქსელებითაც აზიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






