ფლორიდაში ზიკას ვირუსის გავრცელების ახალი არეალი გამოვლინდა. ამ დროისთვის ზიკას ვირუსით დაინფიცირების 36 შემთხვევაა გამოვლენილი.
შტატის გუბერნატორი მაიამის პლაჟზე ზიკას ვირუსით 5 ადამიანის დაინფიცირების ფაქტს ადასტურებს და მოსახლეობასა და ტურისტებს აფრთხილებს.
ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებით ორსულ ქალებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ პლიაჟზე გააადგილებისგან, რადგან ცნობილია, რომ ვისური ყველაზე მეტად საშიში სწორედ ორსულებისთვისაა, რადგან ახლალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აღმოფხვრან კოღოს გავრცელების ნებისმიერი საშუალება, ასევე დარწმუნდნენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით ორსულებს, აქვთ ინფორმაცია ზიკა ვირუსის შედეგების შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა. როგორც ცნობილია, ვირუსი კოღოების მიერ ვრცელდება. ზიკა აფრიკიდან და აზიიდან სამხრეთ ამერიკაში 2015 წელს შევიდა და სწრაფად გავრცელდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა კოლუმბიასა და ბრაზილიაში. თავდაპირველად, ვირუსის ნიშნებს ცხელება, გამონაყარი, სახსრების ტკივილი და კონიუქტივიტი წარმოადგენდა. ბრაზილიის ოფიციალურმა უწყებებმა კი გასულ წელს განცხადეს, რომ დაფიქსირდა მიკროცეფალიით(არასაკმარისი თავის ქალა და ტვინი, რასაც ახლავს გონებრივი ჩამორჩენილობა და ნევროლოგიური დარღვევები) დაბადებულ ჩვილთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მიკროცეფალიის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ვისრუსი ზიკაა.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ შექმნილა.
მასალის გამოყენების პირობები






