ისეთი კომპანიების შემდეგ, როგორიცაა Tesco კვების სექტორში და კომპანია C&A ტანსაცმლის ბიზნესში, თურქეთს ამჯერად ტოვებს კოსმეტიკური პროდუქციის უმსხვილესი კომპანია. კოსმეტიკურ საშუალებათა ევროპული ბაზრის გერმანული ლიდერი კომპანია Douglas, რომელმაც თავისი პირველი მაღაზია თურქეთში გახსნა 2006 წელს, გადის თურქეთის ბაზრიდან, რადგანაც ვერ გაზარდა საკუთარი ხვედრითი წილი თურქეთის ბაზარზე.
გაზეთ Habertürk-ის ჟურნალისტ მენექშე ათასელიმ-ის ცნობით თურქეთის ბაზრიდან გასულ უცხოურ კომპანიათა რიგს ამჯერად შეუერთდა გერმანული კოსმეტიკურ საშუალებათა კომპანია Douglas. ევროპული ბაზრის ლიდერმა ფირმამ, რომლის წლიური ბრუნვა შეადგენს 2.6 მილიარდ ევროს, თურქეთში თავისი პირველი მაღაზია გახსნა 2006 წლის მაისის თვეში და წელს კი მიიღო ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება, რადგანაც ვერ შეძლო საკუთარი ხვედრითი წილის გაზრდა თურქეთის ბაზარზე.
ევროპის 19 სახელმწიფოში 1700 მაღაზიის მფლობელმა კომპანია Douglas-მა მოისურვა თურქეთის ბაზრის ლიდერი კომპანიის Tekin Acar-ის შესყიდვა. მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების, გაზრდილი კონკურენციის, საბითუმო ვაჭრობის სექტორში გაზრდილი ფასებისა და ბოლო პერიოდში მზარდი ტერორისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო სექტორში შემცირებული მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე კომპანიამ მიიღო თურქეთის ბარის დატოვების გადაწყვეტილება.
“არ ველოდებით მკვეთრ ცვლილებებს“
კომპანია Douglas-ის ჰოლანდიის, ლიტვის, ლატვიის, ჩეხეთისა და თურქეთის რეგიონული ოფისის მენეჯერის, ვილჰელმ დუტლერ-ის მიერ გაზეთ Habertürk-ისადმი მიცემულ ინტერვიუში მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით: “კომპანია Douglas-ის სტრატეგიულ ხედვას წარმოადგენს ევროპის პარფიუმერულ და კოსმეტიკურ საშუალებათა ბაზარზე ლიდერის პოზიციის მოპოვება. იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენ შევედით, გვიჭირავს 1 ან 2 ადგილები, ხოლო თურქეთის ბაზარზე კი უმნიშვნელო წილს ვფლობთ სექტორში. ჩვენი შეფასებების მიხედვით კიდევ უფრო დიდი ინვესტიციების ჩადების გარეშე თურქეთის ბაზარზე არ არის მოსალოდნელი რადიკალური ცვლილებები. ყოველივე ამის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ თურქეთის ბაზარი და ვეძიოთ სხვა გზები“.
კომპანიას თურქეთის 8 ქლაქში 11 მაღაზია აქვს გახსნილი სადაც დასაქმებულია 79 პირი. 1821 წელს კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო როგორც პარფიუმერიისა და საპონის მწარმოებელმა, რომელმაც გახსნა მაღაზიათა ქსელი 1910 წელს. კომპანიას/ბრენდს ხელმძღვანელობდა კრეკე-ს გვარი. ოჯახმა საკუთარი წილის გარკვეული ნაწილი საინვესტიციო ფონდ Advent-ს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი 2015 წელს ეს წილი გადასცა CVC Capital Partners-ს.
მეგა კომპანიები ტოვებენ თურქეთის ბაზარს
თურქეთში ბოლო პერიოდში განვითარებული სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების შედეგად ადგილობრივმა ბრენდებმა შეიძლება პრობლემები შეუქმნან დიდ უცხოურ კომპანიებს. ბოლო დროს ცნობილი ბრენდები Tesco სა და C&A-ს შემდეგ თურქეთის ბაზარს დაემშვიდობეს შემდეგი ბრენდებიც: Best Buy, Virgin, Megastore, Printemps, River Island, Motivi, Promod, Uterque, Kenneth Cole, Habitat, La Senza, Industrie Denim.
მასალის გამოყენების პირობები






