საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია- რომან გოცირიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:41, 17 Aug, 2016     1606
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში წარმოქმნილი ნეგატიური ტენდენციები კვლავ შენარჩუნებულია.

„სუსტი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება, ფისკალური და მონეტარული არასტაბილურობა, ექსპორტის კლება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ინვესტიციების კლება, უმუშევრობა, სიღარიბე - კვლავ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ პრობლემად რჩება. ამ და მრავალი სხვა პრობლემის მიზეზი მთავრობის მიერ წარმოებულ არასწორ ეკონომიკური პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის ოთხწლიანი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მას ქაღალდზე გადატანილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა არ ჰქონია. 2020 წლამდე საქართველოს განვითარების პროგრამად წოდებული დოკუმენტი, გამოქვეყნებისთანავე მკვდრადშობილ მასალად იქცა ლარის დევალვაციისა და სხვა მიზეზების გამო. მთავრობის შემდგომი ნაბიჯები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე დამტკიცებულ ამ პროგრამასთან.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა საგარეო ვაჭრობის სფეროში, რომელზეც მნიშვნელოვნადაა ლარის სტაბილურობა დამოკიდებული. 2016 წლის იანვარ-ივლისში, ექსპორტი ( 1,1 მილიარდი აშშ დოლარი) კვლავ განაგრძობს კლებას და იგი 12%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან.

იმპორტი (5, 4 მილიარდი აშშ დოლარი), 25%-ითაა გაზრდილი. თუმცა, უფასოდ შემოტანილი „C“ ჰეპატიტის წამლების ღირებულების გარეშე, იმპორტის მოცულობა დაახლოებით იგივეა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდში."- განაცხადა რონამ გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42