"ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა,ალაბამას სენატორს - არა"- სტატია ტყუილი აღმოჩნდა
ეს საინტერესოა - 10:57, 16 Aug, 2016     8012

ინტერნეტში გავრცელებულ სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ალაბამას შტატის სენატორი ფრედ კალაუნი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ოლიმპიადაზე ჯორჯიის შტატი მონაწილეობს“ საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა. როგორც საელჩოს ფეისბუკ გვერდზეა ნათქვამი- „სიმართლე რომ ითქვას, ბევრ ამერიკელს ერევა საქართველო ჯორჯიაში, თუმცა, აშშ-ის მეოთხე შტატის, ალაბამას სენატორს - არა“.

13 აგვისტოს US Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ალაბამას შტატის სენატორი ფრედ კალაუნი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯორჯიის შტატს გამოსვლის უფლება მისცეს. გამოცემის ინფორმაციით, სენატორმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილითაც მიმართა და მოსთხოვა, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლება ალაბამას გუნისთვისაც მიეცათ.

„წუხელ ოჯახთან ერთად ოლიმპიურ თამაშებს ვუყურებდი და შევძრწუნდი, როდესაც ვნახე რომ ჯორჯიას დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწილეობის უფლება მისცეს. ალაბამელი ათლეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები და ბრძოლისუნარიანები არიან“, – ციტირებს გამოცემა სენატორის წერილს.

საელჩო ფეისბუკსტატუსს სტატიის ბმულსაც ურთავს, სადაც მოყვანილია ის დეტალები, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჯორჯიის შტატის ოლიმპიადაზე მონაწილეობით შეშფოთებული სენატორის ისტორია, მოგონილია.

პირველი და მთავარი ისაა, რომ მსგავსი სახელის და გვარის სენატორი ალაბამაში არ არის. მეორე ნიშანი კი ისაა, რომ სტატიას თან ერთვის ძველი სურათი, რომელიც 2010 წელს კაანდაში ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა ასახული და არა 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიადა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42