სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზაზა გვათუას თხილის ბაღი დაათვალიერა.
სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 224 ჰა ფართობზე გაშენდა. ხეხილის ახალი ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება.
აგროპროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
·ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
·სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
მასალის გამოყენების პირობები






