სუს-ის დუმილი და ბედუკაძე-ხაჩიშვილის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი მიზნები
პოზიცია - 14:37, 15 Aug, 2016     7030
პარტია ”ცენტრისტების” საარჩევნო კლიპმა ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა. საარჩევნო რეკლამა, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეთერში გაუშვა მხოლოდ რუსეთით შემოიფარგლება.

ვიდეოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსული ტანკებიც ფიგურირებენ.

ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას პირდება.

ვიდეიორგოლმა პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამომრჩევლის აღშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, სანამ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გაუშვებდა ამ რეკლამას, ხაჩიშვილი და ბედუკაძე იგივეს ამბობდნენ პირდაპირ ეთერებში თუ საგაზეთო ინტერვიუებში.

ჩნდება კითხვა, სად იყვნენ შესაბამისი სტრუქტურები და რატომ ვერ დაინახეს ციხის სკანდალური კადრების ავტორის დაპირებებში ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ან რას აკეთებდა/აკეთებს სახელმწიფო უსფართხოების სამსახური რუსული პროპაგანდისა და პოლიტიკის აღკვეთისთვის?

„ნიუპოსტი“ ექსპერტს ლევან ალაფიშვლს ესაუბრა.

როგორც სამართალმცოდნე აღნიშნავს, არსებობს სამართლებრივი ბერკეტი იმისთვის, რომ ბედუკაძის პარტიას წინასაარჩევნო რეგისტრაცია გააუქმდეს.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებისთვის, პოლიტიკური აქტივობისთვის, გარანტიების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადო ინტერესების ხარჯზე. დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს წითელი ხაზები, რომლის გადალახვას თვითონ ეს საზოგადოება და კანონი არ უშვებს, როდესაც წინა პლანზე კანონს, სახელმწიფო ინტერესებსა და კონკრეტულ ინტერესებს შორის წამოვა, რა მოცულობის პოლიტიკურ ინტერესებზე არ უნდა იყოს საუბარი, მით უმეტეს, იმ პირობებში როცა ამ ყველაფერს დავუმატებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენი სამშობლო ოკუპირებულია. ოკუპანტი, თავისი გაცხადებული, ღია ინტერესებით აქტიურობს, როგორც საგარეო ფრონტზე ასევე ქვეყნის შიგნით. ამიტომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება უკვე გაკეთებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოებს: პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სუს -ი ნაცვლად იმისა, რაზეც ჩვენი პოლიტიკოსები საუბრობენ, იქნება ეს ოდეერები თუ თვითმმართველობის საქმიანობაში, პოლიტიკურ აქტივობებში ჩარევები დაკავებული უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვით. მათი მანდატი პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვაა, პრევენციის მოხდენაა.

შევახსენებ საზოგადოებას, რომ სუს-ში აღძრულია 2 საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 315 -ე მუხლით , ეს არის ე.წ საბურავების რევოლუციის საქმე და ე.წ სატელეფონო ჩანაწერების საქმე. ამ საქმეებისგან განსხვავებით აქ გაცხადებული მიზნები სახეზეა. რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში რთული იქნება ახსნა, კი მაგრამ როგორ შევადაროთ საბურავების შემთხვევა "ცენტრისტების" შემთხვევას, რომელი უფრო რეალური იყო - ამას თუ არ გასცემს პასუხს სუსი, კიდევ უფრო გაღრმავდება ის კითხვები - არის თუ არა ნეიტრალური ეს უწყება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ლევან ალაფიშვილმა.

ექსპერტის თქმით, რუსეთი საქართველში დასაყრდენს ჯერ კიდევ 2002 წლიდან ეძებდა.

"ცენტრისტები" და იგორ გიორგაძის პარტია საქართველოში ჯერ კიდევ 2012 წლიდან დარეგისტრირდა. როგორც ჩანს ჩვენი არაკეთილისმსურველი, ჩრდილოელი რომ ჰქვია, იყენებს იმ ინფრასტრუქტურას ადამიანებთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რომელთა შექმნაზე დიდი ხნის წინ აქვს ნაზრუნი. სამწუხაროდ ეს ინფრასტრუქტურა ისე შექმნეს, რომ ჩვენი სპეცსამსახურებმა არაფერი არ გააკეთეს, ან სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი არ აკეთებდნენ იმას, რაც ევალებოდათ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონშესაბამისი, სწორი რეაგირება პირველ რიგში სუსი-ს მხრიდან. შემდეგ კი იქნება სასამართლო - კანონშემოქმედებითი ინიციატივები. მხოლოდ ასე უნდა უზრუნველყოთ ჩენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა დღეს, რომ ხვალ უფრო მძიმე შედეგებით არ განმეორდეს“- განმარტა ექსპერტმა.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 26

დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

იმის შესახებ, რომ ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, "მხედრიონის" ერთ-ერთ ლიდერთან, თემურ ხაჩიშვილთან პარტიას ქმნიდა. „ნიუპოსტი“ ჯერ კიდევ 2016 წლის 6 ივნისს წერდა.

ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსკოვიდან დაბრუნებული თემურ ხაჩიშვილი ექსპრემიერ ღარიბაშვილის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ აქტოვობას გეგმავდა. ,,ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის და მისი ბანდის უკან მობრუნებას. ბოლო კაპიკის ჩათვლით მოვატანინებთ, რაც ხალხს და ქვეყანას წაართვეს და დედასაც ვუტირებთ!“ - აცხადებდა ხაჩიშვილი georgianpress.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისათვის, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის გიორგი ჭანტურიას მკვლელობაში მონაწილეობა.

გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42