9:30 საათზე - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გამართება, რომელიც სტარტს „მზიურის“ პარკიდან აიღებს და რუსთაველის გამზირის გავლით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროსთან დასრულდება. მარათონში მინისტრი გიგლა აგულაშვილი მონაწილეობას სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღებს.
10:00 საათზე - დიდგორის ველზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დიდგორის ბრძოლიდან 895-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დიდგორობის სახალხო დღესასწაულს დაესწრება.
10:30 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრი, ”ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორში, სოსო ვახტანგაშვილი პორტალ ”კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რეფერენდუმი, ”საკონსტიტუციო სკანდალი”, გორის მაჟორიტარები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი - ეკა გულუა 599726565
11.00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზას დაათვალიერებს.
მისამართი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, კოჯრის სამხედრო ბაზასთან.
საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი 577 555 488
11:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ”ქართული ოცნების” წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომში, გედევან ფოფხაძე პორტალ ”კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი - ეკა გულუა 599726565
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრეზიდენტის გადაწყვეტილების ანალიზი რეფერენდუმის საკითხზე.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე - სასტუმროში ,,Holiday Inn”-ში ეროვნულ დონეზე ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს შორის, პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე დაესწრებიან.
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: "მწვანეთა პარტიის" არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" სს "ველსის" ხელმძღვანელი დიმიტრი სუკიასოვი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: ე.წ "პირამიდის" სისტემა; ორგანიზაციის მოთხოვნა ა/ო "ბანკებისა და ფინანსების" მიმართ, ჩაატარონ სს "ველსის" საქმიანობის კვლევა; მედიის პასუხისმგებლობა და ჟურნალისტ ირაკლი ორაგველიძის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე -"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ორგანიზაცია წარმოადგენს იმ საჩივარს, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შიდა ქართლიდან დევნილი 11 მოქალაქის სახელით სტრასბურგის სასამართლოში წარადგენს რუსეთის წინააღმდეგ.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 61
12:00 საათზე - ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავენ და ხელს მოაწერენ საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას.
12:00 საათზე - ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ირაკლი პეტრიაშვილის მხარდამჭერები ბრიფინგს გამართავენ.
მის: ვაზისუბანი, შანდორ პეტეფის # 61
საკონტაქტო პირი თამარ გედევანიშვილი - 599 303636
15:00 საათზე - გორში, ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ირაკლი ოქრუაშვილი ბრიფიონგს გამართავს.
საკონტაქტო პირი ნინო მგალობლიშვილი - 577277722
მასალის გამოყენების პირობები






