ახალი ომი უკრაინაში - პუტინის წინასაარჩევნო სამიზნე
მსოფლიო - 16:41, 12 Aug, 2016     10098

ექსპერტები შიშობენ, რომ ვლადიმერ პუტინი აგვისტოში ახალი რეგიონალური ომის დაწყებას გეგმავს. ისინი იხსენებენ, რომ უკნასკნელი 10 წლის განმავლობაში რუსეთი ყველა თავის სამხედრო კამპანიას აგვისტოში იწყებს, ქვეყნის შიდა პრობლემების გათვალისწინების ფონზე.

„როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებმა დროში გადმოიწია და ის 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნებში მხოლოდ სახელისუფლო პარტიამ უნდა გაიმარჯვოს, რისთვისაც აუცილებელია „პატარა და წარმატებული ომი“, რათა მოახლეობისა და მხარდამჭერების მობილიზება იყოს შესაძლებელი.,“ - წერს Atlantic Council-ის ანალიტიკოსი ანდრეს ასლუნდი და შემდეგ ფაქტებს იხსენებს: 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომმა პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წლის თებერვალში მან ყირიმის ანექსია მოახდინა. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს რუსეთში სირიის კამპანია.

ასლუნდი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა საშინელ კრიზისშია, არც კიდევ უფრო მატებს პუტინს ახალი ავანტიურის გაჩაღების მოტივაციას.

აგვისტო განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა პუტინისთვის - დასავლეთის ქვეყნების ლიდერები შვებულებაში არიან. ავტორი უფრო შორს მიდის და აიხსენებს, რომ ბერლინის კედლის მშენებლობა სსრკ-მ 1861 წლის აგვისტოში დაიწყო, ჩეხოსლოვაკიის სისხლიანი კამპანიაც 1968 წლის აგვისტოს „დაემთხვა“, შეუმდგარი პუტჩიც 1991 წლის აგვისტოში მოხდა...

ასლუნდი ყველაზე მკაფიო პარალელს საქართველოში შეჭრასთან ავლებს - 2016 წელსაც, 2008 წლის მსგავსად, აგვისტოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, აშშ-ში, კვლავაც საპრეზიდენტო კამპანიაა და მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლს აუცილებლად დატოვებს, ვერ იქნება ისეთი გაბედული და მკვეთრი, როგორც ჩვეუებრივ ვითარებაში.

ანალოგია თავად რუსეთის ქმედებებშიცაა - 2008 წელს, აგვისტოში, ჩრდილო კავკასიაში ფართომაშსტაბიანი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობდა და მასში მონაწილე სამხედრო ნაწილები შემდგომში საქართველოში შევიდნენ. ამავე დროს ვრცელდებოდა ხდებოდა რუსეთის მხრიდან ცილისმწამებლური ბრალდებებისა და ინფორმაციის გავრცელება საქართველოს ქმედებებზე.

ასლუნდი ამგვარ საფრთხეს ახლა უკრაინის მიმართულებით ხედავს: დაფიქსირებულია მძიმე ტექნიკის გადაადგილებები დონბასისა და ყირიმის მიმართულებით, მაშინ როდესაც რდილო კავკასიაში კვლავ სწავლებები მიმდინარეობს; 6 აგვისტოს, ავტომობილის აფეთქების შედგეად მძიმედ დაიჭრა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ეგორ პროტნიცკი. უკრაინა აცხადებს, რომ ეს კრემლის მარიონეტების შიდა დაპირისპირებების შედეგია, რუსეთი კი ამაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს. 6-7 აგვისტოს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო ნაწილში დამატებითი ძალები გადაისროლა და გადაკეტა ყველა გამშვები პუნქტი. პარალელურად რუსეთი ავრცელებს სიცრუეს, თითქოს უკრაინელები ცდილობენ შეიჭრან ყირიმში. 10 აგვისტოს ФСБ და შემდეგ პუტინმა გაავრცელეს განცხადება, თითქოს უკრაინა ტერაქტებს ამზადებს ყირიმში, ვითომცდა საკურორტო სეზინის ჩაშლის მიზნით. დააკავეს კიდევაც ვიღაც ადამიანი და რა თქმა უნდა აიძულეს ეს განცხადებები დაედასტურებინა. არადა ის ტერიტორია, სადაც „დივერსანტები“ დააკავეს, დამსვენებლებისათვის დაკეტილია.

ყველაზე სახიფათო მაინც პუტინის განცხადებებია - „უკრაინამ ტერორი აირჩია“, „კიევი ცდილობს მოსკოვთან კონფლიქტის პროვოცირებას“, „ნორმანდიული ფორმატი აზრს კარგავს“ და სხვა მსგავსი.

"როგორც ჩანს პუტინმა დრო და ადგილი აირჩია. მან შესაბამისი დიპლომატიური მზადებები ჩაატარა. მისი ჯარები ადგილზე იმყოფებიან. მან შეამზადა ომის დაწყების გამამართლებელი ფონი. ეს ყველაფერი ძალიან გვაგონებს ნაცისტების ქმედებებს პოლონეთში შეჭრის წინ 1939 წელს. ის ფაქტი, თუ სად არიან დისლოცირებული რუსი სამხედროები, კრემლს სურს ყირიმის მიმართულებით გზის გახსნა, რადგან მან ვერ მოასწრო ქერჩის ხიდის აშენება," - აცხადებს ასლუნდი.

რა თქმა უნდა, პუტინის ამ განცხადებებს საპასუხო რეაქცია მოჰყვა. პეტრე პოროშენკომ რუსეთის ბრალდებებს უაზრო და ცინიკური უწოდა: „ეს ფანტაზიებია, საბაბი, რომ უკრაინის მისამართით ახალი სამხედრო მუქარა განხორციელდეს, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ე. ტრიუდომ ყირომში მიმდინარე მოვლენევის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ყირიმი უკრანიაა და მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება კომენტარები აკეთოს, თუ რა ხდება ნახევარკუნძულზე.

მიუხედავად ამისა, The Guardian წერს, რომ შესაძლოა პუტინი მიიჩნევს, რომ დადგა უკრაინაზე მორიგი შეტევის განხორციელების დრო. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საქართველოს პუტინი პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაესხა თავს, ხოლო ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42