სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 პირი დააკავეს
სამართალი - 12:48, 01 May, 2013     593



როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო ბარათების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები გამოავლინეს.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერში მითითებული იყო, დაუშვებელია სასოფლო სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები. კერძოდ, პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს რეალურზე ნაკლებ ფასად. აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ, თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული შესაბამისი თანხის საქონელი და ინვენტარი მიჰყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერის ბანკში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, პროგრამის მონაწილე მეწარმეებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის ფორმად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.

 

ასევე, გამოძიება სწავლობს სოფლის მეურნბეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საკითხს, რომლებსაც ევალებოდათ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი.", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

 

აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გამოიკვეთოს სხვა მეწარმეების კანონსაწინააღმდეგო ქმედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42