დისკრედიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო, რუსთავი 2-ის და კაბელების ხმაურიანი საქმე და პოლიტიკური ბრალდებები
პოზიცია - 16:35, 11 Aug, 2016     2381
საკონსტიტუციო სასამართლოს სკანდალი გრძელდება, მხარეები ერთმანეთს კვლავაც პროფესიისა და სასამართლოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქყვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინეთ, ყველა მხარე საქმეში პოლიტიკურ ინტერესებს მაინც ხედავს.

„პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მედიაში და ჩართულნი არიან მოსამართლეები და პოლიტიკოსები, აზიანებს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ურჩევს „სხვა თემებზე გადართვა მოახერხონ“ და საკონსტიტუციო სასამართლო დაიცვან ფართო დისკუსიებისგან.

„იმედი მაქვს, როგორც მოსამართლეები, თავისი მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები, გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაც, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“ - აცხადებს ქვეყნის მთავარსარდალი გიორგი მატგველაშვილი.

საქართველოს პრემიერი კი გამოძიების დასრულებამდე პოლიტიკური განცხადებისგან თავს იკავებს, თუმცა მინიშბებას რომ ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან „ენმ-ს მეთოდები ცნობილია.“

„ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რა მეთოდებითაც ხდებოდა მთლიანად ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია" -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამის პარალელურად კი მერაბ ტურავა რამოდენიმე მოსამართლესთან კვლავ საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოვლენილ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც, მათ შორის, სარჩელების შეცვლის ბრალდებებს უკავშირდება. ამ ბრალდებებზე აპელირებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც და პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავენ.

გუშინ, ამ თემაზე ხმაურიანი მიმართვა გაავრცელეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ. ეს დუეტი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ცდილობს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ენმ-მ დაკარგა კონტროლი სასამართლოზე და ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან.

დღეს გიორგი ვოლსკიმ არც ის დამალა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები საგანგებოდ განხორციელდა.

უმრავლესობსში მიიჩნევენ, რომ ამან საშუალება მისცა მერაბ ტურავას, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები პირველი და მეორე კოლეგიიდან პლენუმს გადასცემოდა განსახილველად.

უმრავლესობის წევრი ამბობს: "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირველი კოლეგია საკუთარ კოლეგიად ჩამოაყალიბა“.

ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირება და პარალიზება მოახდინა.

ოპოზიციაში თვლიან, რომ რუსთავი 2-ისა და კაბელების საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურდება სწორედ ამის დასტურია.

„საკანონმდებლო ცვლილებით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირება და პარალიზება მოახდინა, იმ მიზნით, რომ თავისი ჩანერგილი მოსამართლის საშუალებით, ტურავას საშუალებით, პროცესის პოლიტიზირება მოეხდინა, ეს ეხება პირველ რიგში რუსთავი 2-ის საქმეს,“- განაცხადა კაპანაძემ.
”პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს დეპუტატი სერგო რატიანი.
მისი თქმით, "ფოფხაძემ და ბესელიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ივანიშვილის კარზე მომსახურე პერსონალები ყოფილიყვნენ"

თავისუფალ დემოკრატების წევრი ლევან სამუშია მთელ ამ პროცესს სასამართლო სისტემის მურუსიზაციას უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზეა გადასული.

"პოლიტიკოსები არ ერიდებიან, დირექტივებს სასამართლოს მისამართით, ამის ნათელი მაგალითია ე. წ კაბელების საქმის ჩაშლა, მოსამართლეებმა პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად იმისა რომ დასკვნით ეტაპზე ვართ დღემდე ამაოდ ველოდებით სასამართლო სხდომის ჩანიშვნას"- ამბობს სამუშია.

ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის შეფასება ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის ბრალდებებაზე.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ცალკეულ მოსამართლეები პროგრესული გადაწყვეტილებების გამო იდევნებიან.

თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია.
მისი თქმით, ბესელია-ფოფხაძის "განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას".
"ნიუპოსტმა" სკანდალურ მიმართვაზე გია ხუხაშვილიც ჩაწერა.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნების” დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე დიპლომატებს ფორმალურად მიმართავენ, რეალურად კი მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვებაა.

როგორც „ნიუპოსტს“ ხუხაშვილმა განუცხადა, შესაძლებელია, მმართველ პარტიას ეს წერილი ცუდად შემოუტრიალდეს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი პოლიტიკოსები ავითარებდნენ შეთქმულების თეორიას და აპელირებდნენ დიპლომატებთან.

ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საკონსტუტუციო სასამართლოში „ყველაფერი რიგზე იყოს“, თუმცა იქვე ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების მსგავსი განცხადებები, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„ეს ადამიანები დიპლომატებს ფორმალურად მიმართავენ მათი მიზანია ერთი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება.

სამწუხაროდ ვიწრო პოლიტიკური, მერკანტილური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგება. კარგია, რომ მიმართვა მმართველი პარტიის სახელით არ გავრცელდა და მას მხიოლოდ ორი ადამიანი აწერს ხელს ”- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო შტოები დისკრედიტირებულია.

“გვყავს პარლამენტი რომელიც ფაქტობრივად, ჰაერშია დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაშია საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო დისკრედიტებულია. ამაში კი პასუხისმგებლობა ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” მიუძღვის“- აღნიშნავს ექსპერტი.

საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე აურზაურს ყურადღებით აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატები.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ "ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი იყოს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42