პუტინი უკრაინას ემუქრება და დასავლეთს ოფიციალურ კიევზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
მსოფლიო - 20:51, 10 Aug, 2016     11087
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმში ორი რუსი სამხედროს მკვლელობას, ის ყურადღების გარეშე არ დატოვებს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით ორი რუსი სამხედრო უკრაინის სპეცსამსახურებმა მოკლეს.

„როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომელთაც კიევში ხელისუფლება აქვთ ხელში ჩაგდებული, იმის ნაცვლად, რომ მშვიდობიანი დარეგულირების საშუალებებს ეძებდნენ, ტერორზე გადავიდნენ“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით ამ ინციდენტის შემდეგ „ნორმანდიულ ფორმატში“ გამართული შეხვედრებიც აზრს კარგავს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით თუ აშშ და ევროპა, რომელთა მხარდაჭერითაც კიევი სარგებლობს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით არიან დაინტერესებულნი, მათ უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა განახორციელონ.

ოთხშაბათს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ყირიმის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა აღკვეთეს. ტერაქტის მომზადებაში კი რუსეთის დაზვერვამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახური დაადანაშაულა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლმა წაყენებული ბრალდება უარყო და რუსეთის ФСБ-ს ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

უკრაინის უშიშროების სანჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა კი რუსეთის ბრალდებები „პროვოკაციულ სისულელედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ესკალაციას ისახავს მიზნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42