ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:55, 10 Aug, 2016     2221

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელმძღვანელ ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული ახალი ფერმის მშენებლობა დაათვალიერა.

კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ფერმის მეპატრონემ, სოფელი ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და წლიურად 5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში 6 ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პოტენციალს ათვისების მზარდი ტენდენციაა.

„მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 3 ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42