თქვენ, გსმენიათ კურორტ "მზეთამზეს" შესახებ?
შენი რეპორტაჟი - 11:30, 10 Aug, 2016     23235
მეგობრებო,მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები სოფელ "მზეთამზეს" შესახებ, რომელიც მდებარეობს ბორჯომის რაიონში. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, წაღვერიდან 3 კილომეტრში. მზეთამზეში მრავლად არის საპიკნიკე და სალაშქრო ადგილები,აღარაფერს ვამბობ ჰაერზე და უღრან ტყეზე. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს მზე იქიდან ამოდიოდა,ასევე გამაოცა იქ მცხოვრები ადამიანების სტუმართმოყვარეობამ, გირჩევთ ერთხელ მაინც ესტუმროთ ამ ულამაზეს სოფელს და დამიჯერეთ აუცილებლად შეგიყვარდებათ.დავინტერესდი სოფლის სახელწოდებით,გავესაუბრე ადგილობრივ მცხოვრებლებს და ასევე ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე ინფორმაცია,რომელსაც თქვენ გიზიარებთ: სპეციალისტები სოფლის სახელის წარმოშობას უკავშირებენ ქრისტიანობის მიღებამდე მზის სალოცავი კულტის არსებობას. 80-იან წლებში არქეოლოგების მიერ, სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა რიტუალური სამარხები,რომლებიც ეკუთვნოდათ ქურუმ ქალებს.ისინი დაკრძალულნი იყვნენ ემბრიონის პოზაში და მუცელზე ედოთ მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები,აღმოჩენილი არტეფაქტები ინახება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. საქართველოში სულ აღმოჩენილია 25 -ამდე ბრინჯაოს დისკო და ყველა ბორჯომის რაიონში.ადგილობრივთა გადმოცემით კი სოფლის სახელწოდება სულ სხვა მოვლენას უკავშირდება: ერთ-ერთი ნადირობის დროს,მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ,როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა "მზეთამზეაო". მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ფაქტები და ადგილობრივთა მიერ მოთხრობილი ისტორიები იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,რომ ნამდვილად შეესატყვისება სოფლის სახელწოდებას. ეს არის ჩემი ზაფხულის დღიურის ჩანაწერი,რომელიც არასდოს დამავიწყდება და გავიყსენებ დიდი სიყვარულით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42