"ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარება რუსეთისთვის არგუმენტად იქცევა, რომ საქართველო აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს"- ალაფიშვილი
პოზიცია - 22:35, 09 Aug, 2016     3575
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი პრეზიდენტის უარს ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე დადებითად აფასებს. როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება იქცეს სანართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტად რუსეთისთვი იმის სათქმელად რომ რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებით საქართველოს ხელისუფლება აღიარებს აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას.
"ორი თვის წინ საჯაროდ ვისაუბრე იმ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ საფრთხეებზე, რომელის რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებას ახლავს. ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება იქცეს სანართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტად ჩრდილოელი ოკუპანტისთვის იმის სათქმელად რომ რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებით თვით საქართველოს ხელისუფლება აღიარებს აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას - თუკი მას კანონში უწერია რომ რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე ტარდება, მაგრამ არ ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. თუკი პოლიტიკოსებს მაინც სურდათ ამ საკითხის სახალხოდ გამოტანა, შეეძლოთ პლებისციტი მოეწვიათ. პრემიერს სახელმწიფოებრივი მიდგომა რომ გამოეჩინა კარგი იქნებოდა რეფერენდუმის მხარდამჭერი განცხადებების ნაცვლად პლებისციტის ინიციატივით გამოსულიყო და მოეწვია. სამწუხაროდ კვირიკაშვილმა ვერ დაძლია პარტიული ჩარჩოები და წინასაარჩევნო პოლიტპოპულიზმის ცდუნება. მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა კრიტიკა და თავდასხმები მარგველაშვილისაკენ წარმართულიყო და ეს წაეხალისებინა"- აღნიშნა ალაფიშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მიღებული გადაწყვეტილება ორი არგუმენტით ახსნა. პირველი არის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა, თუ რა ვითარებაში შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება და მეორე, კონკრეტულად ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნის იურიდიულად გაუმართაობა.

" გავითვალისწინოთ ის, თუ რას გულისხმობს რეფერენდუმის კანონი. კანონში კი გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

"მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს," - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ წინადადებას ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ "მასში წარმოდგენილი ფრმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42