სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:10, 09 Aug, 2016     1398

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 2016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზინით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძენის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს. არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

,,შეხვედრაზე ყველა დეტალი განვიხილეთ, რათა მიმდინარე წელს რთველის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. წელს, საწარმოო გადამუშავებისთვის დაახლოებით 150 ათას ტონამდე ყურძენს ველოდებით. მნიშვნელოვანია, რომ დარგი მაქსიმალურად მზად იყოს ყურძნის მისაღებად. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. ჩვენი მიზანია, საერთოდ გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ხელშეწყობა კვლავ საჭიროა“, -აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მინისტრის განმარტებით, ღვინის ექსპორტის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო ბაზარზე ფიქსირდება ღვინის სარეალიზაციო ფასის შემცირება. შესაბამისად, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ რთველი 2016-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ოთარ დანელიას განცხადებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია გაიცემა შემდეგი ოდენობით:

კახეთის რეგიონში

· 1 კგ. რქაწითელზე - 45 თეთრი;

· 1 კგ. კახური მწვანეზე - 45 თეთრი;

· 1 კგ. საფერავზე - 20 თეთრი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

· მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი;

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის ფერმერებისაგან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვის ვადით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლის ვადით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს არეგულირებს ბაზარი.

ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2016-ის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. რთველის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შტაბის ფუნქციონირება რთვლის პროცესში ჩართულ მხარეებს (სამინისტროს წარმომადგენლები, მეწარმეები, მევენახეები) შორის აქტიურ კომუნიკაციას და კოორდინაციას შეუწყობს ხელს. გასული წლის მსგავსად, ამოქმედდება ცხელი ხაზი - 1505 და სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა 24 საათის განმავლობაში მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

შეხვედრაზე გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა დღემდე შენარჩულებულია - 7 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლამდე ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანიის წარმომადგენელი და ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42