ორგანიზაცია Wealth-X-ის მონაცემებით 2015 წელს ადამიანთა რიცხვი, რომელთა ქნება 1 მილიარდ დოლარზე მეტია 2,4 ათასს აჭარბებდა. ერთი წლის შემდეგ ეს მონაცემები 5.4%-ით გაიზარდა.
მათი საერთო ქონება 7,7 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და აშშ-სა და ჩინეთის გარდა მსოფლიოში ყველა ქვეყნის მშპ-ს აჭარბებს.
მილიარდერთა უმეტესობა ევროპაში ცხოვრობს - 806. ევროპის მაშსტაბით ზრდა 4%-ს შეადგენს. მათი საერთო ქონება - 2,3 ტრილიონ დოლარს.
ამერიკელი მილიარდერების რიცხვი ნაკლებია - 628, მაგრამ ისინი უფრო მდიდრები არიან - 2,5 ტრილიონი დოლარი.
მილიარდერთა რიცხვის ზრდით პირველ ადგილზე აზიაა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით ის 15,2%-ით გაიზარდა (645 ადამიანი), მათი საერთო ქონება კი 19,6%-ით - 1,7 ტრლ. დოლარი.
ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში 166 მილიარდერია, 450 მილიარდი დოლარის საერთო ქონებით.
მილიარდერები აფრიკაშიც არიან - 41 ადამიანი 98 მილიარდი საერთო ქონებით.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ძალიან ცოტა მილიარდერი ქალია, სულ 294 ადამიანი და მათი საერთო ქონება 876 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საინტერესოა მილარდერთა განათლების დონე - მათი 69,5% ბაკალავრია, 21 - მაგისტრი (13% - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი), 9,5 - მეცნიერებათა დოქტორი.
56% თავად გახდა მილიარდერი. 13%-მა მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო 31% ნაწილობრივ თავად იშოვამილიარდები და ნაცილობრივ მემკვიდრეობით მიიღო ის.
მასალის გამოყენების პირობები






