უგემრიელესი პასკის რეცეპტი სააღდგომო სუფრისთვის
საზოგადოება - 17:20, 30 Apr, 2013     65002

აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაული გვიახლოვდება. პასკა და წითელი კვერცხი - ორი აუცილებელი ქრისტიანული სიმბოლო, რომლითაც ყველა ოჯახი უფლის ბრწყინვალე აღდგომას ეგებება.

ჟურნალი „პირველი კულინარი“/ Pirveli Culinary - cooking magazin ყოველთვის განსაკუთრებულ სიახლეებს გვთავაზობს წინასადღესასაწაულოდ. ამჯერადაც, მკითხველს პასკის არაჩვეულებრივ რეცეპტს ვთავაზობთ ,,პირველი კულინარისგან":

ვიწყებთ დეტალურად:

10 კვერცხი

1,400 კგ შაქარი
500 გრამი კარაქი (ან 250 გრამი კარაქი და 250 გრამი მარგარინი)
3 სუფრის კოვზი საფუარი
0,5 ჩაის კოვზი მარილი
ვანილი
1 ლიტრი რძე
2 კგ ფქვილი (ცომისთვის) +0,5 კგ ფქვილი (აპარისთვის)
სანელებლები:
1 ჩაის კოვზი დაფქვილი მუსკატის კაკალი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ილი (კარდამონი)
1 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
7 ცალი დაფქვილი მიხაკი
ლიმონის ზეთი (გემოვნებით)
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ზაფრანა

მომზადება:

ვაკეთებთ აპარას:

1 ლიტრი რძე გავათბოთ ცოტა ცხელისკენ ... დავამატოთ საფუარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და 0,5 კგ ფქვილი .... კარგად გადავურიოთ ერთმანეთს
დავდგათ სითბოში იმისთვის რომ აფუვდეს აპარა.

ცალკე კვერცხის (გულიან-ცილიანად) და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი ... დავამატოთ ოთახის ტემპერატურაზე გარბილებული კარაქი, წინასწარ გამზადებული სანელებლები, 2 კილო ფქვილი და მოვზილოთ ცომი .... შემდეგ ამაში შევურიოთ აპარა და ეს მასა კარგად ვზილოთ ხელით 30-35 წუთი (მინიმუმ).

ცომის ზელისას ხელი უნდა ვისველოთ ზეთში ...... უნდა გამოგვივიდეს თხელი მაგრამ შეკრული მასა .... აი მიახლოებით ისეთი რომ ხელიდან თავისით გვძვრებოდეს.

დავდგათ სითბოში ... ამოფუვდება ... ჩავზილოთ .... და გავიმეოროთ ეს კიდე ორჯერ .... თან ყოველი ჩაზელისას ზელი ვისველოთ ზეთში
შემდეგ გადავანაწილოთ (ცხიმწასმულ და პერგამენიან) ფორმებში 1/3 ზომაზე.... შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ფორმებიც ..... როცა ცომი გადიდდება ორჯერ უნდა გამოვაცხოთ 180-190 გრადუსზე.

ცხვება 45-60 წუთი პასქის სიდიდის მიხედვით.


პ.ს. სანელებლები 2-3 საათით ადრე ჩაყარეთ რამე ჭურჭელში .... დაასხით კონიაკი ან სპირტი და შემდეგ ასე გამოიყენეთ
ზაფრანაც ჩაყარეთ რძეში (მე პირდაპირ თბილ რძეში ვამატებ ხოლმე ... მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ცალკე ჭიქაში ჩაასხათ 1 საათით ადრე)

რაც შეეხება იმას, თუ როდის და როგორ უნდა შეიღებოს კვერცხი წითლად:


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.

როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.

კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება.

გემრიელად მიირთვით!

აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42