ირაკლი ალასანია: "არ არსებობს ტყვია, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ..."
საზოგადოება - 18:15, 30 Apr, 2013     653


"არაერთხელ დაგიმტკიცებიათ ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენ თქვენი სიცოცხლის ფასად შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი სამშობლო. არ არსებობს ტყვია, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ საქართველოს შვილები და თქვენ ყოველთვის შეინახავთ იმ დიდი წინაპრების ღვაწლს, რომლებიც თქვენსავით იცავდნენ ჩვენს სამშობლოს. იყო ჯარისკაცი, მართლაც პატივია, მაგრამ სიცოცხლე გასწირო ბრძოლის ველზე, ეს არის ღირსეულთა ხვედრი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

რუსთაველის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.

 

"დღეს შეიარაღებულ ძალებს გვაქვს დაბადების დღე. ჩვენ დილიდანვე დავიწყეთ ამ დღის აღნიშნვნა. დაახლოებით 152 სამხედრო მოსამსახურე დავაჯილდოვეთ გამორჩეული სამსახურისთვის, მე მეამაყება რომ დღეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვარ, რომელსაც გამორჩეული შეიარაღებული ძალები ჰყავს.

 

მე მსურს აღვნიშნო იმ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დიდი წვლილი, რომლებიც დღეს ამ წუთებში, ავღანეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეალურად ყველაზე მეტს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან მალე გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. მე მსურს ქედი მოვიხარო და დიდი პატივისცემით აღვნიშნო ყველა სამხედრო მოსამსახურის წვლილი ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.

 

მე მსურს პატივისცემით გავიხსენო ყველა სამხედრო, გენერალი და მხედართმთავარი, რომელიც დღემდე საქართველოს ჰყოლია, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა და ღირსების საქმეა, რომ არა მხოლოდ მოქმედი სამხედროები იყვნენ დაფასებულნი, არამედ ვეტერანებიც და განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას", - დასძინა ირაკლი ალასანიამ.

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი გეგმები აქვს შეიარაღებული ძალების განსავითარებლად. ალასანიამ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, იყოს ისეთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42