როგორც „ბიბისი“ საფრანგეთის საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, ტერაქტის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიიც ცნობით, გარდაცვლილი პიერ ჰატერმანია, რომლის მეუღლე და შვილიც ტერაქტისას ადგილზე დაიღუპნენ.
მისი 14 წლის ქალიშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ნიცაში ტერაქტი 14 ივლისს მოხდა. ბასტილიის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.პოლიციამ სატვირთოს მძღოლი ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია, რომელიც ტერაქტამდე 9 საათის განმავლობაში სანაპიროზე იდგა და თავს ნაყინის გამყიდველად ასაღებდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






