5 აგვისტოს ანონსი
ანონსი - 21:01, 04 Aug, 2016     1549

10:00 საათზე – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–13 კმ, დარბაზი #36, მე–6 სართული.

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202

10:00 საათზე - სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში “ კონფერენცია - საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები გაიმართება.

10:30 საათზე - ოქროყანაში, ტექნოპარკში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამა „Startup საქართველოს“ ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაააცნობენ.

11:00 საათზე - Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) იმართება საჯარო დისკუსია თემაზე: სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა - სიახლეები და ცვლილებები.


11:00 საათზე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის ტრენინგს გამართავს. ტრენინგს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.

მის:. 26 მაისის მოედანი #1 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“

11:00 საათზე - საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც საზოგადოებას აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 2014-2015 წლების შედეგების ანგარიშს წარუდგენს.

მის: მოსაშვილის ქ. #24

ტელ: 593 69 89 38

11:00 საათზე - სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: არჩევნები; საარჩევნო გარემო; საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური თემები.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე - “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში “ადამიანის უფლებათა ცენტრი” აწყობს პრესკონფერენციას საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში

საგადასახადო საურავი/ჯარიმა არ უნდა ერიცხებოდეთ.

12:30 საათზე - "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმეები.

17:00 საათიდან, 20:00 საათამდე - ბათუმის ბულვარში, ზაფხულის თეატრის წინ, მოეწყობა სლოვაკეთის თეატრალური ჯგუფის BIG NAME წარმოდგენა.

20:00 საათზე - პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. კანდიდატებს საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელავში წარუდგენს.

მის: თელავი, ჩოლოყაშვილის ქუჩა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42