დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმს“ დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:20, 04 Aug, 2016     1184

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით თბილისში იმყოფებიან ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი. მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების ორდღიან ფორუმში, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას.

„ჩვენ მოწვეული გვყავს მსოფლიო კლასის ორი პროფესორი - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალი მსოფლიო აღიარება მოპოვებული. ჩვენი მიზანია მათთან ერთად შევაფასოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში, ასევე მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანად გატარებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც ფორუმზე გაჟღერდა, არის საქართველოს ეკონომიკის ეფექტურობის ამაღლება, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „დღეს საქართველო, რეფორმების ნაწილში, არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანა. სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური ეფეტქურობის ამაღლება, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა - ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ფორუმის პირველ ნაწილში, ხოლო ორი დღის მუშაობის შემდეგ, როდესაც მოწვეული ეკონომისტები გაეცნობიან და მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის შესახებ, კიდევ უფრო მეტ რეკომენდაციებს გასცემენ“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან, სტუდენტებთან, საბანკო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე, გაიმართება დისკუსია.

ინფორმაციისთვის: დანი როდრიკი არის ჰარვარდის ჯონ კენედის სკოლის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი. მისი კვლევები მოიცავს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებს. ამჟამად მისი ნაშრომები ფოკუსირებულია განვითარებადი ქვეყნების ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის პრობლემების ანალიზზე. სოციალური მეცნიერებების კვლევის საბჭოს მიერ დაჯილდოვებულია ალბერტ ო. ჰირშმანის პრიზით, აგრეთვე, ლეონტიეფის პრიზით - გამოჩენილი ეკონომიკური მოსაზრებებისთვის.

ჩარლზ სეიბლი სამართლისა და სოციალური მეცნიერების პროფესორია კოლუმბიის სამართლის სკოლაში. 2014-2015 წლებში იგი იყო ფლორენს როგატზის მოწვეული პროფესორი იელის სამართლის სკოლაში. წარსულში ის ფორდის საერთაშორისო სოციალური მეცნიერების პროფესორად მოღვაწეობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტში. დაცული აქვს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორისა და სოციალური კვლევების ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42