რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებას „ბელუქსი“ იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:39, 04 Aug, 2016     2187
რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირებას იწყებს საქართველოში ავეჯის ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი „ბელუქსი“. მაღაზია 200 მ2 განთავსდება და 10 ადგილობრივს დაასაქმებს.

სავაჭრო ცენტრში ქსელს აფართოვებს მსხვილი ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ემბავუდი“, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი ფართების შიდა სარემონტო და ავეჯით მომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით ოპერირებას 10 დღეში დაიწყებს და ჯამში 400 მ2 იქნება წარმოდგენილი, მაღაზია დამატებით 10 ადგილობრივს დაასაქმებს. ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრს ავეჯის მაღაზია „ემბავუდი“ და სუპერმარკეტი „იალჩინი“ ერთი თვის წინ შეემატა. ობიექტებზე დამატებით 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სურსათის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს“ ფილიალი, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს პირველადი მოხმარების და სხვა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს სთავაზობს, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი და ავტოსერვისის ლიდერი კომპანია“თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტით დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა ვენტილაცია/კონდიცირების, თანამედროვე სისტემებით.

საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმა განხორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42