მათი უმრავლესობა აშშ-ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან ფეთჰულა გიულენთან კავშირშიa ეჭვმიტანილები.
15 ივლისის ღამეს, რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რასაც 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
ამბოხის შემდეგ თურქეთში სულ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 60 ათასამდე ადამიანი.
ამას გარდა, 50 ათასს ადამიანს პასპორტების მოქმედება შეუჩერეს.
ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის, „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. ამავდროულად 130 ადგილობრივი მედიასაშუალებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი 88 თანამშრომელი, მათ შორის 2 ელჩი გაათავისუფლეს.
ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები






