თეთრის სახლის ლიდერს 4 აგვისტოს 55 წელი შეუსრულდა.
ბარაკ ჰუსეინ ობამა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 2009 წლის 20 იანვარს გახდა, პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტია აშშის ისტორიაში.
ობამა ჰონოლულუში დაიბადა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი აშშის შტატ ჰავაიზე გაატარა. ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.
კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.
2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.
2004 წლის ნოემბერში ხმების 70%ით არჩეულ იქნა აშშის სენატში.
1992 წელს დაოჯახდა. ბარაკსა და მიშელს ორი ქალიშვილი ჰყავთ.
დაწერილი აქვს ორი წიგნი, ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი „ოცნებები მამაჩემისგან" (Dreams from My Father) და „იმედის გამბედაობა" (The Audacity of Hope), პირადი კომენტარი აშშის პოლიტიკაზე.
მასალის გამოყენების პირობები






