ერევნის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შეიარაღებული ჯგუფის ექვსივე წევრს, რომლებსაც ერევნის პოლიციის განყოფილებაში მძევლები ჰყავდათ აყვანილი.
ამის შესახებ რადიო თავისუფლების ერევნის ბიურო იტყობინება.
ჯგუფის ყველა წევრი მძევლების აყვანასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება-გადაზიდვაშია ბრალდებული.
შეგახსენებთ, შეიარაღებული დაჯგუფების 20 წევრი, რომლებსაც 2 კვირის განმავლობაში ერევანში პოლიციის შენობა ქონდათ დაკავებული, სამართალდამცავებს ჩაბარდნენ. დაჯგუფება სასნა ცრერის წევრების თქმით, იარაღის დაყრა სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება იყო.
სასნა ცრერის წევრებს თითქმის 2 კვირის განმავლობაში საპატრულო პოლიციის შენობა ჰქონდათ დაკავებული და ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირ სეფალიანის გათავისუფლებასითხოვდნენ. პარალელურად კი, მათი მხარდამჭერები დემონსტარციებს მართავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






