"ალიევი მოვიდა და მითხრა, აი, ხათუნა კალმახელიძემ ეს აბი მომცა, თამაზაშვილს ჭიქაში ჩუმად ჩაუგდე და ორ-სამ თვეში ღვიძლი დაეშლებაო", - ამბობს თამაზაშვილი.
"იმ ალიევს ვუთხარი, - მე ღვიძლსა და ნაღველს გავიღიზიანებ, რაღაც მწარეს შევჭამ, რათა ამათ არ იეჭვონ, რომ ამ აბებს არ ვღებულობ და ამასობაში ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი-მეთქი. ასეთ ჯოჯოხეთში პირველი ოქტომბერიც მოახლოვდა, ამათი აღსასრულის დღე..."
თამაზ თამაზაშვილი ვრცელი ინტერვიუს ერთ ნაწილში პარლამენტის ექს-სპიკერს აკრიტიკებს და ამბობს:
"ყველაზე საშიში მაგ გუნდიდან არის ბაქრაძე იმიტომ, რომ ხბოს თვალებით იყურება, ინტელექტუალურად ლაპარაკობს და სინამდვილეში მაგათზე უარესია მენტალურად!..."
გენერალი საქართველოში კრიმინალური მდგომარეობის შესახებაც აკეთებს აქცენტს და ამ კონტექსტში 19 აპრილის აქციასაც ეხება:
"პოლიტპატიმრები ბიძინა ივანიშვილის ხათრით არიან გაჩერებულნი, თორემ 19 აპრილს ამ დეგენერატებს ისეთი რამ დაემართებოდათ, რომ მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა!
ჩვეულებრივ კრიმინალებსაც კი ამათზე მეტი კაცობა და ინტელექტი აღმოაჩნდათ და ბიძინა ივანიშვილის ხათრით არ მწვავდება კრიმინალური ვითარება, რადგან ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და საქართველო ამ გიენებისგან გადაარჩინა!..." - ამბობს თამაზ თამაზაშვილი "ქრონიკა+"-თან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






