მეტი წარმატებული და ეფექტური მმართველი საჯარო სექტორში
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:11, 03 Aug, 2016     1055

სერგი კარახანიანი სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. აღნიშნული სფერო არაერთ საჯარო მოსამსახურეს აერთიანებს, ხოლო მის ხელმძღვანელ პირს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირება და სათანადო მომსახურების გაწევა მოქალაქეთათვის.

შესაბამისად, მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოთხოვნამ და სურვილმა განაპირობა ის, რომ ბატონმა სერგიმ 2014 წელს წარმატებით გაიარა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ შეთავაზებული საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა.

,,ვფიქრობ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, როდესაც საჯარო მოსამსახურეებსა და ამ სექტორში დასაქმებულ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს სთავაზობს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამას,“- აცხადებს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი, ბატონი სერგი კარახანიანი.

სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მან მიიღო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, უკეთ გაეცნო ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს და დღეს წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

,,აღნიშნული კურსი დამეხმარა შემდგომი საქმიანობის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. თვალყურს ვადევნებ სკოლის მიერ დაგეგმილ სასწავლო პროგრამებს და მინდა ყველას ვურჩიო, წავახალისო ჩემი თანამშრომლები, რომ მათაც გაიარონ ეს სასწავლო პროგრამა, რომელიც ინტერაქტიულ, საინტერესო და პრაქტიკულ გამოცდილებაზეა მორგებული,“- საუბრისას აღნიშნა მან.

ზემოაღნიშნული სასწავლო პროგრამა წლებია, წარმატებით ხორციელდება. პროფესიულ განვითარებაზე და საჯარო მოხელეების უშუალო საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო მიდგომა ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა განვითარებას და ამ სექტორის შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას მომავალში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42