პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ მაიამიში ახალ მეგობარ გოგონასთან ისვენებს.
კრიშტიანუ ფოტოგრაფებმა 26 წლის ფიტნეს-მოდელთან კასანდრა დევისთან ერთად, რომანტიულ გარემოში დააფიქსირეს.
მოდელ ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, კრიშტიანუ მეგობარ გოგონასთან პირველად გამოიჭირეს.
სოციალურ ქსელებში რონალდუს გემოვნება გააკრიტიკეს. სოცქსელების მომხმარებელები აღნიშნავენ, რომ ირინა შეიკის შემდეგ, კასანდრა დევისი "დიდი რეგრესია."
შეგახსენებთ, 2015 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ირინა შეიკი 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
რამდენიმე თვეში კი ირინასა და ჰოლივუდის ვარსკვლავის ბრედლი კუპერის რომანის შესახებ გახდა ცნობილი.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთ ულამაზეს წყვილად აღიარებული ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მალე დაქორწინებასაც აპირებენ.







კრიშტიანუ და ირინა შეიკი

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი


მასალის გამოყენების პირობები






