რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე - მოსახლეობის მოთხოვნა თუ რუსული ნარატივი წინასაარჩევნოდ
პოზიცია - 14:25, 03 Aug, 2016     11759
საქართველოს პრეზიდენტმა 30 დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის საკითხზე, რომელიც ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრას გულისხმობს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა 1 აგვისტოს გადაუგზავნა, რომელსაც თან ერთვის ცესკო-ს დასკვნაც.

სარეფერენდუმო კითხვა რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანეს. შემდეგი ფორმულირებისაა "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. საინიციატივო ჯგუფმა კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერებიც წარუდგინა.

ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი პარლამენტში უმრავლესობით მოვა და ამ საკითხის კონსტიტუციაში დაფიქსირება მოხდება:

„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნით, რომ იდეა რუსულ ნარატივს შეიცავს და რეფერენდუმის ინიციატორები წინასაარჩევნოდ სიძულვილის საფუძველზე ხმების კონსოლიდირებას ცდილობენ, მათი თქმით ქორწინების დეფინიცია ისედაც არსებობს სამოქალაქო კოდექსში და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აზრს მოკლებულია.

"ეს პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ სიტუაციასთან და ასევე იმასთან, რომ წარმოაჩინონ დასავლეთი როგორც გარყვნილების და რაღაც სიბინძურის ნაწილი და რუსეთი როგორც სიკეთის, მეგობრობის, მშვიდობის და თავისუფლების მცველი, რაც ბუნებრივია ასე არ არის. ეს არის წმინდა რუსული ნარატივი,"- განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.

რეფერენდუმის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის წევრები არასამთავრობო სექტორს და საელჩოებს პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ცდილობენ პრეზიდენტზე გავლენა მოახდინონ და რეფერენდუმის საკითხი უარყოფითად გადაწყდეს.

თემასთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძემ პრესკონფერენცია გამართა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. მისი თქმით პრეზიდენტი მოსახლეობის ნებას უნდა დაჰყვეს:

"საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდება ჩვენი ინფორმაციით საოცარი ზეწოლის ქვეშ ე.წ. ლიბერასტული ძალებისგან ასევე ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცავი ორგანიზაციებისგან და გარკვეული უცხოური ორგანიზაციებისგან და საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი დიპლომატიური უწყებისგან. არსებობს პრეზიდენტის ცხპოვრებაში, წუთები მომენტები, როდესაც შეიძლება მას გააჩნდეს გარკვეული მოსაზრება მაგრამ პრეზიდენტი უნდა დაჰყვეს, მოსახლეობის ამომრჩევლის ნებას, მათ მოთხოვნას და უნდა დანიშნოს რეფერენდუმი,"- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი სოსო მანჯავიძეც:

„უარს თუ იტყვის, საქართველოს მოსახლეობისთვის გასაგები იქნება რა ტიპის პრეზიდენტთან გვაქვს საქმე და რა ტიპის ზეწოლებთან გვაქვს საქმე ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით, რომელზე პასუხისმგებლობაც მას დაეკისრება. აქედან გამომდიონარე ის არის გარკვეული არჩევანის წინაშე, გარკვეულ ზეწოლებს უნდა გაუძლოს გარკვეული ზნეობრივი საქციელი უნდა გადადგას და დარწმუნებული ვარ ამას გააკეთებს“- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

სამოქალაქო სექტორთან ერთად რეფერენდუმის მოთხოვნაში პრორუსულ და ანტიდასავლური ნარატივს ხედავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. მათი თქმით მმართველი გუნდი აღნიშნული საკითხით ცდილობს ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაფაროს.

"ეს არის რუსული ნარატივი და ანტიდასავლური ნარატივი. თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს. მდარე ხარისხის თემაა. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არანაირი ფაქტობრივად გეგმა არ აქვს, არაფერი არ აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის და ამ თემით უნდათ გადაფარონ უმუშევრობა სიღარიბე, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ."- განაცხადა ენმ-ს წევრმა სერგო რატიანმა.

რეფერენდუმის საკითხში რუსული ნარატივის არსებობას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე და რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეებს სპეკულაციებში ადანაშაულებს:

"პოლიტიკური სპეკულაციებია, როცა ამ თემას უკავშირებენ არჩევნებს. არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნით ადრე ვმსჯელობდით ამ ინიციატივაზე, ვიხილავდით ამ საკითხს და ახლა ნამდვილად საფუძველს მოკლებული განცხადებაა, რასაც ჩვენ ვისმენთ. როდესაც 225 000 ადამიანი, თუ გნებავთ, 200 000 ადამიანი ხელს აწერს ამ მოთხოვნას და ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას, მე მგონი, იგივე ოპოზიციამაც პატივი უნდა სცეს ამ ადამიანების განაცხადს და ასეთი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ“- განაცხადა მანანა კობახიძემ. რეფერენდუმის ინიციატივას მხარს უჭერს კობახიძის ყოფილი თანაგუნდელი თამაზ მეჭიაურიც.

რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის და ცესკოს დასკვნის მიღება "ნიუპოსტს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ დაუდასტურეს. კანონმდებლობის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი 30 დღის განმავლობაში იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, ან ნიშნავს რეფერენდუმს და აცხადებს რეფერენდუმის თარიღს, ან მოტივირებულ უარს განაცხადებს. ბრძანებულება დანიშვნის ან უარის შესახებ, იქნება გამოქვეყნებული. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის წესს, როგორ ქვეყნდება და, გარდა ამისა, პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას ესაჭიროება პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა 10 მაისს მოსწავლეებთან შეხვედრის დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული თემა ძალით არის წინ წამოწეული და საკითხით აპელირება გარკვეული ძალების მიერ სპეციალურად იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე და სამუშაო ადგილებზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42